Belive

დრონების თავდასხმის თავიდან ასაცილებლად ოლიმპიადაზე 35 000 დაცვის თანამშრომელი დაემატა

10 თვის წინ სხვა
1 წთ

საფრანგეთმა 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის მზადების პროცესში დაცვის ზომები გაამკაცრა. ეს გადაწყვეტილება გახსნის ცერემონიისას დრონების თავდასხმის თავიდან ასაცილებლად მიიღეს.

გახსნის ცერემონია მდინარე სენას 6 კილომეტრიან მონაკვეთზე გაიმართება, სადაც 160 ნავში 200-ზე მეტი ქვეყნის სპორტსმენი და ოფიციალური პირი იქნება. მოსალოდნელია, რომ მარშუტზე 600 000-ზე მეტი ადამიანი იყოს.

„დრონები სრულიად ახალ საფრთხეს წარმოადგენენ. ბევრი ვიმუშავეთ კლასიკურ საფრთხეებზე, იქნება ეს იარაღით თუ ასაფეთქებელი საშუალებით შეიარაღებული ადამიანი." - განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანინმა.

პარიზის 2024 წლის გახსნის ცერემონია იქნება პირველი, რომელიც სტადიონის გარეთ გაიმართება. ორგანიზატორები ოლიმპიური ცეცხლის დანთებას ეიფელის კოშკზე გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადა 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება.

სხვა სტატიები