Belive

დრექსლერი, ჯორდანი და მარკეტინგი 

3 წლის წინ სხვა
1 წთ
"ჩიკაგო ბულსის" ვეტერანი კალათბურთელი კრეიგ ჰოჯსი ამბობს, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი მაიკლ ჯორდანი "პორტლენდის" მცველს კლაიდ დრექსლერს თავის მთავარ კონკურენტად მიიჩნევდა. როგორც ჩანს, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე თვლიდა, რომ ის მარკეტინგის ხელოვნებას კარგად ვერ ფლობდა და სწორედ ამიტომ ვერ გახდა უფრო დიდი კალათბურთელი.
"სამწუხაროდ ყველა დიდებული სპორტსმენი მარკეტინგის საკითხებში კარგად ვერ ერკვევა. მე ერთი შემთხვევა მახსოვს. ეს ერთ-ერთი იმ ოთხ მომენტთაგანია, როცა მე და მაიკლი დრექსლერის შესახებ ვსაუბრობდით და მან თქვა: "კლაიდი იმდენადვე მაგარია, რამდენადაც მე. უბრალოდ, მან არ იცის როგორი წესებია ამ თამაშში". ჯორდანი კალათბურთს არ გულისხმობდა", - თქვა კრეიგ ჰოჯსმა.
ჯორდანი NBA-ს ფინალების ყველაზე ღირებულ მოთამაშედ ექვსჯერ დაასახელეს და ამდენჯერვე საჩემპიონო ბეჭდით დააჯილდოვეს. მაიკლ ჯორდანმა კარიერა 2003 წელს, 40 წლის ასაკში დაასრულა.

სხვა სტატიები