Belive

დოლიძე: "უიტეკერი 2023 წელს ბრძოლას არ აპირებს"

7 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, დერეკ ბრანსონი რომან დოლიძესთან ბრძოლას ჩაეხსნა. ჯერჯერობით, UFC-ის ქართველისთვის ახალი მეტოქე არ უპოვნია, თუმცა, რამდენიმე ვარიანტი არსებობს. 

მას შემდეგ, რაც ბრანსონი ბრძოლას ოფიციალურად ჩაეხსნა რომანმა მაშინვე ჯარედ კანონიერი და რობერტ უიტეკერი გამოიწვია. დოლიძის თქმით, ამ უკანასკნელს 2023 წელს ოქტაგონზე გამოსვლა არ სურს. ამასთან დაკავშირებით რომანმა საკუთარ YouTube არხზე ისაუბრა.

არც კი ვიცი ბრძოლას რატომ დათანხმდა. მან უბრალოდ დრო დამაკარგვინა. UFC უკვე დაუკავშირდა უიტეკერს, თუმცა, განაცხადა რომ ამ წელს ბრძოლა არ სურს. ახლა კანონიერთან მართავენ მოლაპარაკებებს, მაგრამ ჯერ არანაირი სიახლე არ მაქვს. - ამბობს რომან დოლიძე

რომან დოლიძისა და დერეკ ბრანსონის დაპირისპირება 11 ნოემბერს, ნიუ იორკში, “მედისონ სქვერ გარდენში”, UFC 295-ზე უნდა შემდგარიყო. იმავე საღამოს შედგება ლეგენდარული ჯონ ჯონსისა და სტიპე მიოჩიჩის დაპირისპირებაც. 

სხვა სტატიები