Belive

"დოლიძე ამ საღამოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელია" - ESPN რომან დოლიძეზე

12 საათის წინ სხვა
1 წთ

რომან დოლიძის მომავალი ბრძოლის შესახებ ESPN წერს. გამოცემა თვლის, რომ დოლიძეს დანკანთან მოპოვებული გამარჯვება შესაძლო სატიტულო რბოლაში ჩართვაში დაეხმაროს.

ქარდის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მებრძოლს, რომან დოლიძეს კარიერაში რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება აქვს მოპოვებული. ბოლო ბრძოლებში მას ყოფილი ჩელენჯერები ენტონი სმიტი, მარვინ ვეტორი და კევინ ჰოლანდი ჰყავს დამარცხებული.

ის რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს და შაბათს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, შესაძლოა კარიერის მიწურულს საშუალო წონის ჩემპიონობის რბოლაში ჩაებას. რომანმა ბოლო ჩხუბში ლას ვეგასის Apex-ში ენტონი ერნანდესთან საწყენი მარცხი განიცადა. - წერს ESPN

შეგახსენებთ, რომ რომანისა და დანკანის ჩხუბი ლონდონში არის ჩანიშნული. აღნიშნული ღონისძიება თბილისის დროით 20:00 საათზე, 21 მარტს დაიწყება.

სხვა სტატიები