Belive

დინამო თბილისი იტალიის ჩემპიონს მასპინძლობს | ჩემპიონთა ლიგა, IV ტური

2 წლის წინ სხვა
1 წთ
30 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის IV ტურში, "დინამო თბილისი" მორიგ ევროპულ გრანდს, იტალიურ "ბრეშას" უმასპინძლებს. იტალიური გუნდი თბილისში საბრძოლო შემადგენლობით არის ჩამოსული. გუნდთან ერთადაა ბორის ვაპენსკიც, რომელიც გასულ სეზონში "დინამო თბილისის" შემადგენლობაში ასპარეზობდა. უნდა აღინიშნოს, რომ იტალიის მოქმედი ჩემპიონი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება: ორი მოგებითა და 1 ფრით, იტალიელები ჯგუფში მე-2 პოზიციას იკავებენ. რაც შეეხება "სიკვდილის ჯგუფში" წარმოდგენილ "დინამო თბილისს" - 3 მატჩის შემდეგ, თბილისური კლუბი 0 ქულით ბოლო ადგილს იკავებს. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 დაიწყება, ბილეთების შეძენა კი tkt.ge-ზე შეგიძლიათ.

სხვა სტატიები