დიეგო ფორლანმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
7 წლის წინ
სხვა
2 წთ
დიეგო ფორლანის კარიერის მოკლე მიმოხილვა
დიეგო ფორლანმა პროფესიონალური კარიერა არგენტინულ კლუბ "ინდეპედიენტეში" 1997 წელს დაიწყო, 2002 წლის იანვარში კი იგი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა, სადაც 63 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. დიეგოს კარიერა "მანჩესტერის" შემდეგ ესპანეთში, კერძოდ კი "ვილიარეალში" გაგრძელდა, სადაც მან 3 შესანიშნავი წელი გაატარა და იგი ამ კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გახდა. ურუგვაელმა ფორვარდმა ესპანურ გუნდში 106 მატჩში 54 გოლის გატანა შეძლო. "ვილიარეალის" დატოვების შემდეგ მან ბინა კვლავ ესპანეთში დაიდო, კერძოდ კი მადრიდის "ატლეტიკოში", სადაც 4-წლიანი (2007-2001) კარიერის განმავლობაში საოცარი თამაში გვაჩვენა. დიეგო ფორლანმა მადრიდულ კლუბთან ერთად 134 მატჩი ჩაატარა, სადაც 74 გოლის გატანა შეძლო. იგი ასევე 2009/2010 წლების სეზონში "ატლეტიკოსთან "ერთად ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა.