"დიახ, მან დიდი სახელები დაამარცხა მაგრამ..." - ჰოლოუეი თოფურიაზე
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა. ჰავაელი მებრძოლი თვლის, რომ ოლივეირა "მატადორისთვის" შესაფერისი მეტოქე არ იყო. მისი სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, ოლივეირა სატიტულო ჩხუბს არ იმსახურებდა.
დიახ, ილიამ დიდი სახელები დაამარცხა და ამას ვერ უარვყოფთ. ამავდროულად იმის გააზრებაც გულსატკენია თუ როგორ ფორმაში იყო "ვოლკი". თოფურიამ "ვოლკის" და ჩემი დამარცხების შემდეგ მიიღო ეს ჩხუბი. ჩარლზს კი მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდა. ხშირად ხალხი მხოლოდ სახელებს უყურებს და რეკორდებს არ აკვირდება. - განაცხადა ჰოლოუეიმ
შეგახსენებთ, რომ მაქს ჰოლოუეის წინ დასტინ პორიერთან ბრძოლა ელის. ეს "ბრილიანტისთვის" კარიერის ბოლო ჩხუბი იქნება. თავად მაქსს კი, მესამედ მიეცემა შანსი, რომ პორიე დაამარცხოს. მათი ბრძოლა 20 ივლისს გაიმართება.