Belive

დღეს ტიტო ვილანოვა 50 წლის გახდებოდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, ფრანსესკ „ტიტო“ ვილანოვა დღეს 50 წლის გახდებოდა. ტიტო, რომელიც კატალონიის "ბარსელონას" ქომაგებს გამორჩეულად უყვარდათ, 2014 წლის 25 აპრილს ყელის კიბოთი გარდაიცვალა. 2007 წლიდან ვოლანოვა გვარდიოლას თანაშემწე იყო "ბარსელონაში." სწორედ მათმა საერთო ხედვამ და შესანიშნავმა ტაქტიკურმა მონახაზებმა შექმნეს კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, რომელმაც, პეპისა და ტიტოს ხელმძღვანელობით, 14 ტიტულის მოგება შეძლო. 2012 წელს ვილანოვა გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და ლა ლიგის მოგება შეძლო. ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო, 2013 წლის ივლისში ტიტომ სამწვრთნელო კარიერას თავი დაანება.

კატალონიის "ბარსელონას" ოფიციალურ Twitter-ზე ტიტოს ვიდეო მიუძღვნეს.

სხვა სტატიები