ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, 89 კგ. წონით კატეგორიაში რეზი დავითაძემ ატაცში 170 კილოგრამი დაძლია.
დავითაძემ 23-წლამდელთა ევროპის რეკორდი ორი კილოგრამით გააუმჯობესა. ამასთან, ოქროს მედლის მფლობელიც გახდა. წინ კიდევ აკვრა და ორჭიდის ჯამია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე უკვე 4 მედალი მოიპოვა: ოქრო - შოთა მიშველიძემ და რევაზ დავითაძემ, ხოლო ვერცხლი და ბრინჯაო - გოგა ჩხეიძემ.