Belive

დავით ბასილაძე მშვილდოსნობაში ევროპის თასის გამარჯვებულია

10 თვის წინ სხვა
1 წთ

დავით ბასილაძე შვეიცარიის ქალაქ სიონში გამართული ევროპის თასის გამარჯვებულია. ქართველმა მშვილდოსანმა აღნიშნულ წარმატებას 18 წლამდელთა შორის მიაღწია.

13 წლის ქართველმა სპორტსმენმა ფინალურ მატჩში იტალიელი ფრანჩესკო ფერნიჩე დაამარცხა და ოქროს მედალიც პირველად მოიპოვა. დავითმა ფინალში მისი მოწინააღმდეგე 6:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მან ფინალში 4 სეტიდან 2, 30 ქულით დაასრულა.