დანამ დაადასტურა, რომ ცარუკიანი ილია-გეიჯის ჩხუბს დააზღვევს
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
დანა უაითმა დაადასტურა, რომ ილიას და გეიჯის ჩხუბს არმან ცარუკიანი დააზღვევს. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მებრძოლი რაიმე მიზეზით ოქტაგონზე ვერ გამოვა, მას სომეხი შეცვლის. ამის შესახებ დანამ ნინა დრამასთან ისაუბრა.
არმანი თეთრი სახლის ბრძოლის ჩამნაცვლებელი იქნება. თუ რაიმე მოხდება, არმანი მზად იქნება. - ამბობს დანა უაითი
🚨🔥Dana White confirms Arman Tsarukyan as the official backup for Ilia Topuria vs Justin Gaethje.
— FREAK.MMA (@FREAKMMA1) May 8, 2026
“Arman is the backup for the White House fight. If anything happens with that fight, Arman’s gonna be there.”
(via @Ninadrama ) pic.twitter.com/GT2lOzpSfl
შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის ღონისძიება 15 ივნისს გაიმართება. საღამოს მთავარი მოვლენა ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის ჩხუბი იქნება, რომელიც მსუბუქი წონის ქამრისთვის შედგება.