Belive

"ჩვენმა გუნდმა კარგი შანსი გაანიავა" - ნორვეგიული მედია საქართველოსთან შეხვედრას აფასებს

1 წლის წინ სხვა
1 წთ

დასრულდა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრა, სადაც საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებებმა ქულები გაიყვეს. მატჩში ანგარიში სორლოტის გოლით გაიხსნა. 61-ე წუთზე კი, სტუმართა კარი გიორგი მიქაუტაძემ აიღო და ანგარიში გაათანაბრა.

ნორვეგიული მედიის წარმომადგენლები წერენ, რომ მათი ნაკრები პირველ ტაიმში მეტოქეს აშკარად ჯაბნიდა და სხვაობის გაზრდის კარგი შანსიც ჰქონდა.

"ნორვეგია კარგად აკონტროლებდა საქართველოს დიდ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას და თავადაც ქმნიდა მომენტებს, მაგრამ ბოლო დღეებია ჩვენი ნაკრები იმაზე ნაკლებს იღებს ვიდრე იმსახურებს."

სკანდინავიელი ჟურნალისტები კვარას თამაშსაც გამოეხმაურნენ:

"მატჩის დაწყებამდე ბევრი მითქმა-მოთქმა იყო "კვარადონზე", თუმცა, მან ღირებული ვერაფერი შექმნა. დიდი ხნის განმავლობაში ქართველი ვარსკვლავი უშანსოდ იყო."

ნორვეგიული მედია პირდაპირ აცხადებს, რომ მათი ნაკრები აშკარა უპირატესობას ფლობდა და ანგარიში შეხვედრის მთლიან სურათს არ ასახავს.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის ორი შეხვედრის შემდეგ სოლბაკენის გუნდს მხოლოდ 1 ქულა აქვს.

სხვა სტატიები