Belive

ჩერნობილი, პიცა და დრაკულა | კორეული სატელევიზიო არხი ოლიმპიურ სკანდალში გაეხვა

2 წლის წინ სხვა
1 წთ

ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალის დროს, სამხრეთ კორეული სატელევიზიო არხი სკანდალში გაეხვა, რის გამოც არხის წარმომადგენლებმა ბოდიში მოიხადეს. სკანდალის მიზეზი ოლიმპიური თამაშების მონაწილე ზოგიერთი ქვეყნის წარდგენა გახდა. სამხრეთ კორეულმა სატელევიზიო არხმა, უკრაინის ოლიმპიური დელეგაციის გამოსვლის დროს, ჩერნობილის კატასტროფის ფოტოები წარადგინა - იტალიელი ოლიმპიელების გამოსვლა პიცის ფოტოს თანხლებით მოხდა, ხოლო რუმინეთის წარმომადგენლებს გრაფი დრაკულას ფოტო ხვდათ წილად. განსაკუთრებული უკმაყოფილება უკრაინისა და მარშალის კუნძულების დელეგაციის გამოსვლის შესახებ გაკეთებულ ფოტოკოლაჟს მოჰყვა. უკრაინაში მომხდარი ჩერნობილის კატასტროფა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საზარელ ატომურ კატასტროფადაა შერაცხული. მარშალის კუნძულების ოლიმპიელების გამოსვლის დროს, სამხრეთ კორეულმა სატელევიზიო არხმა აღნიშნა, რომ მარშალის კუნძულებზე ოდესღაც ამერიკის შეერთებული შტატები ატომური ბომბების გამოცდებს ატარებდა. სამხრეთ კორეელებს უყურადღებოდ არც ჰაიტის დელეგაცია დარჩენიათ. ჰაიტელი სპორტსმენების გამოსვლის დროს, სატელევიზიო არხის ეთერში საპროტესტო გამოსვლებისა და პრეზიდენტის მკვლელობის ფოტო განთავსდა.

სხვა სტატიები