Belive

"ჩემი შემდეგი ბრძოლა აუცილებლად ტიტულისთვის იქნება" - ალექს ვოლკანოვსკი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

18 თებერვალს ილია თოფურიამ ქართული სპორტის ისტორია დაწერა. "მატადორმა" ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის პირველი ქართველი ტიტულის მფლობელი გახდა. ილიამ მოწინააღმდეგე მეორე რაუნდში საკმაოდ მძიმე ნოკაუტით გათიშა. ვოლკანოვსკიმ ოქტაგონზევე განაცხადა, რომ რევანში სურს, თუმცა, ამ ეტაპზე ეს მოსალოდნელი არ არის.

ბრძოლიდან რამდენიმე საათში ავსტრალიელმა ვიდეო ჩაწერა სადაც ამბობდა, რომ ქამარს დაიბრუნებდა. ალექსმა საკუთარ YouTube არხზე ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საკუთარ მომავალზე საუბრობს.

ოდნავ თავს დავასვენებ. ჩემპიონობამდეც და მას შემდეგაც ჩემი მიზანი საუკეთესოობა იყო. საკუთარ თავზე გაბრაზებული არ ვარ მაგრამ, ოდნავ დასვენება მჭირდება. რევანშამდე ბრძოლას არ ჩავატარებ, თუნდაც ეს წლის ბოლოს იყოს. ახლა ზეწოლას საერთოდ არ ვგრძნობ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვარჯიშს შევწყვეტ, უბრალოდ თავს დასვენების საშუალებას მივცემ. რამდენიმე თვის განმავლობაში ჭკვიანურად ვივარჯიშებ.
ჩვენ იმაზეც ვართ დამოკიდებულნი თუ რა გააკეთებს ილია. თუ მას აქტიურად დარჩენა სურს და ბრძოლის ჩატარებას გადაწყვეტს. ეს რემატჩს მხოლოდ დააჩქარებს. თუ ეს მოხდება ბედნიერი ვიქნები. ჩემი შემდეგი ბრძოლა აუცილებლად ტიტულისთვის იქნება. - განაცხადა ალექს ვოლკანოვსკიმ

შეგახსენებთ, რომ ალექს ვოლკანოვსკი ქვემსუბუქ წონას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სათავეში ედგა. ილიასთან ჩატარებული ბრძოლა მისთვის მეექვსე ტიტულის დაცვა იყო.

თოფურია თავის დაუმარცხებელ სერიას ინარჩუნებს. ახლა ქართველის რეკორდი 15-0 არის. "მატადორს" UFC-ში 7 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან 6 დროზე ადრე დაასრულა.

სხვა სტატიები