Belive

"ჩემი მიზანია 50 წლამდე ვიბრძოლო" - მერაბ დვალიშვილი

3 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილი, რომ უმაღლესი დონის მებრძოლია ამას მის წელზე შემოხვეული ოქროს ქამარი და განვლილი მეტოქეების სიაც ადასტურებს. თითქოს არ არსებობს მისია, რომელიც "მანქანასთვის" შეუსრულებელი იქნება. თუმცა, დვალიშვილმა ახალი მიზანი დაისახა, რომელიც თავისთვისაც კი მიუღწევლად მიიჩნევა.

ჩემი მიზანია 50 წლამდე ვიბრძოლო. იმედი მაქვს იმ დროისთვისაც ჩემპიონი ვიქნები, მაგრამ ეს შეუძლებელია. ახლა 34 წლის ვარ. კიდევ 16 წელი საბრძოლო სპორტში ჩემპიონობის შენარჩუნება შეუძლებელია. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

შეგახსენებთ, რომ მერაბს წინ კორი სენდჰეგენთან ბრძოლა ელის. მათი დაპირისპირება თბილისის დროით 5 ოქტომბრის დილას შედგება. მერაბისთვის ეს მე-4 სატიტულო ჩხუბი იქნება.

სხვა სტატიები