"ჩემი აზრით, ისლამისთვის მსუბუქი ქამრის დათმობა ადრე იყო" - რობერტ უიტეკერი
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა ისლამის მიერ ქამრის დათმობაზე ისაუბრა. ავსტრალიელი თვლის, რომ მან ეს გადაწყვეტილება ნაადრევად მიიღო.
იცით რას ვფიქრობ? ჩემი აზრით, ისლამისთვის მსუბუქი ქამრის დათმობა ადრე იყო. გარკვეულწილად ველოდი, რადგან თოფურიამ თავისი ქამარი დათმო. ისლამი UFC-სთვის ახლა პოსტერის ბიჭუნასავითაა. - განაცხადა რობერტ უიტეკერმა
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევს მომავალი ჩხუბი ქვესაშუალო წონის ქამრისთვის ელის. დაღესტნელის მოწინააღმდეგე ჯეკ დელა მადალენა იქნება, რომელმაც ქამარი ბელალ მუჰამედთან მოიპოვა. მათი დაპირისპირება UFC 322-ზე 15 ნოემბერს შედგება.