Belive

"ჩემ გარეშე ის აქ არ იქნებოდა" - ისრაელ ადესანია

1 წლის წინ სხვა
2 წთ

ისრაელ ადესანია ფიქრობს, რომ მან ბევრი რამ გააკეთა კარიერაში და ამ ყველაფერს, მისი მომავალი მოწინააღმდეგე, ალექს პერეირა კარგად იყენებს.

UFC-ის საშუალო წონის ჩემპიონი თვლის, რომ ნაწილობრივ მასაც მიუძღვის წვლილი პერეირას წარმატებაში MMA-ში, განსაკუთრებულად კი UFC-ში. მაშინ, როცა ადესანია კიკბოქსინგში ასპარეზობდა, ბრაზილიელთან ორჯერ დამარცხდა, მათ შორის ნოკაუტითაც. წლების შემდეგ, ნიგერიელი კვლავ ხვდება პერეირას, მაგრამ ახლა MMA-ში, თანაც, ჩემპიონის ტიტულით.

"ჩემ გარეშე ის აქ არ იქნებოდა. მე რომ არა, მისი სახელი ყველას დიდი ხნის წინ დაავიწყდებოდა. მე გავუკვლიე გზა. მე მას მწვერვალამდე მისასვლელად გზა გავუწმინდე. დივიზიონში ყველა დავამარცხე და მასთან შესარკინებლად არავინ დარჩა, აქედან გამომდინარე, ის პირდაპირ მე მებრძვის." - თქვა ადესანიამ The MMA Hour-სთან საუბრისას.

პერეირა UFC-ში სულ ერთი წელია რაც ასპარეზობს და უკვე ჩემპიონის ქამრისთვის იპრძვის. ბრაზილიელმა უკვე სამი ბრძოლის ჩატარება მოასწრო. მისი დებიუტი 2021 წელს შედგა და მისი მეტოქე ანდრეას მიხაილიდისი ნოკაუტით დაამარცხა. მას შემდეგ კი ბრუნო სილვასა და შონ სტრიკლენდის წინააღმდეგ მოიპოვა გამარჯვებები.

ბრძოლა შაბათს, ნიუ-იორკში, UFC 281-ის მთავარ ღონისძიებაზე არის ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ ეს ადესანიასთვის მეექვსე შემთხვევა იქნება, როცა ტიტულის დაცვას შეეცდება.

სხვა სტატიები