Belive

ჩაშლილი ბლოკბასტერი - ტომი ფიური ჯეიკ პოლს აღარ დაუპირისპირდება?!

2 წლის წინ სხვა
2 წთ

კრივის გულშემატკივრები ჯეიკ პოლსა და ტომი ფიურის შორის გასამართ ბრძოლას მოუთმენლად ელოდნენ. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, პოლისა და ფიურის დაპირისპირება 18 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა უკანასკნელი ცნობების თანახმად, ბრიტანელი მოკრივე ბრძოლას ჩაეხსნა. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ფიური და პოლი ერთმანეთს მწვავედ აკრიტიკებდნენ - სოციალურ ქსელებში გაჩაღებული პაექრობა მოახლოებულ დაპირისპირებას კიდევ უფრო დიდ ინტერესს სძენდა და 18 დეკემბერს, მაიამიში გასამართი ბრძოლის წინ ინტრიგა სულ უფრო მწვავდებოდა, თუმცა ამაოდ... Youtuber ჯეიკ პოლთან დაახლოებული პირი, ორ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ირმუნება, რომ ტომი ფიური ბრძოლას ჩაეხსნა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტომი ფიურის UFC-ის ყოფილი ვარსკვლავი - ტაირონ ვუდლი ჩაანაცვლებს, რომელიც რევანშის აღებას შეეცდება.

ბრძოლის გაუქმების შესახებ ოფიციალური განცხადება ამ დროისათვის არ გაკეთებულა და არც მიზეზი დასახელებულა, თუმცა პრომოუტერი - ფრენკ უორენი, აღნიშნავს რომ მოსამზადებელი პროცესის დროს ტომი ფიური გაცივდა.
"ტომი გაცივდა, მაგრამ იმედი მაქვს მალე გამოჯანმრთელდება. მორეკამბში შევხვდებით და დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი. დანამვდვილებით ვიცი, რომ ძალიან მოტივირებულია და ბრძოლის გამართვა სურს", - აღნიშნავს უორენი.
შეგახსენებთ, ჯეიკ პოლთან გასამართი ბრძოლისათვის 22 წლის ტომი ფიური ლეგენდარულ ძმასთან და მამასთან ერთად ვარჯიშობდა.

სხვა სტატიები