Belive

ჩარლზ ოლივეირამ UFC-სთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

7 საათის წინ სხვა
1 წთ

ჩარლზ ოლივეირას მწვრთნელმა დიეგო ლიმამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩარლზმა UFC-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ოლივეირა UFC-ში კიდევ რვა ჩხუბს გამართავს.

კონტრაქტი განვაახლეთ. კიდევ რვა ბრძოლას ჩავატარებთ და გამოდის, რომ 40 წლამდე ვიჩხუბებთ. იმ ხალხს, რომელიც ამბობდა, რომ კარიერას დავასრულებდით, მოცდა მოუწვევთ. - ამბობს დიეგო ლიმა

შეგახსენებთ, რომ ოლივეირა BMF ქამრის მფლობელია. მან ტიტულისთვის ბრძოლაში მაქს ჰოლოუეი დაამარცხა.

სხვა სტატიები