ჭადრაკი | მერი არაბიძემ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა
9 თვის წინ
სხვა
1 წთ
მერი არაბიძე კატარში მიმდინარე სწრაფი ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს - ქართველმა მოჭადრაკემ მე-5 ტურში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ჟუ ვენჟუნი დაამარცხა.
8 ტურის შემდეგ სწრაფი ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს 6,5 ქულით ორი მოჭადრაკე - ჟუ ჟინერი (ჩინეთი) და კონერუ ჰამპი (ინდეოთი) ლიდერობენ. ნინო ბაციაშვილი და მერი არაბიძე ლიდერებს მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩებიან.
ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები
ქალები:
ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე - 6 ქულა
ნანა ძაგნიძე - 5,5 ქულა
ბელა ხოტენაშვილი - 4,5 ქულა
ანასტასია კირთაძე - 4 ქულა
კესარია მგელაძე - 3,5 ქულა
ინგა ჭარხალაშვილი - 3 ქულა
ვაჟები :
ლევან ფანცულაია - 5 ქულა
გიგა ყუფარაძე - 4,5 ქულა
ბაადურ ჯობავა - 2,5 ქულა