Belive

ბუდუ ზივზივაძე: "ბავშვობის ოცნება ამიხდა - ძალიან ბედნიერი ვარ" 

2 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს ნაკრებმა, 25 მარტს, ბოსნიის ქალაქ ზენიცაში გამართულ მატჩში, 2022 წლის პირველი შეხვედრის მოგება მოახერხა. “ჯვაროსნებმა” ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრებს ბუდუ ზივზივაძის ერთადერთი გოლით – 0:1 სძლიეს და მიჯრით მოგებათა სერია ოთხ მატჩამდე გაზარდეს. მატჩის დასრულების შემდეგ, ერთადერთი გოლის ავტორმა ნაკრებში სადებიუტო შედეგიანი მოქმედების შემდეგ, პირველი ემოციები გამოხატა.
"რთული თამაში იყო. ბოსნია-ჰერცეგოვინა კარგი გუნდია. საკუთარი მაყურებლის წინაშე გამარჯვების მოპოვება სურდათ. ვფიქრობ, დაცვით ფაზაში ჩვენმა გუნდმა კარგად იმუშავა. განსაკუთრებით მცველებმა და მეკარემ. გოლი არ გავუშვით, რაც ძალიან კარგია. გახარებულები ვართ წლის პირველ შეხვედრაში გამარჯვებით. ძალიან ბედნიერი ვარ სადებიუტო გოლით. ბავშვობის ოცნება ამიხდა და ორმაგად სასიხარულოა, რომ გუნდმა ჩემი გოლით მოიგო. თუმცა, ყოველთვის მზად ვარ მაქსიმუმი გავაკეთო და დავეხმარო გუნდს, იქნება ეს გოლი, თუ უბრალოდ კარგი თამაში. გოლის ეპიზოდში კვარაცხელიამ ძალიან კარგად ითამაშა, კარგი პასი მომცა და ისღა დამრჩენოდა, რომ გოლი გამეტანა", - თქვა ბუდუ ზივზივაძემ.  
საქართველოს ნაკრები შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას 29 მარტს, ალბანეთის წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები