Belive

ბუდაპეშტის გრანდ სლემი | საქართველოს ქალთა ნაკრებს ლიდერი გამოაკლდა

1 წლის წინ სხვა
2 წთ
8-10 ივლისს, უნგრეთის დედაქალაქში, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, ბუდაპეშტის გრანდ სლემი გაიმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა – ლაშა გუჯეჯიანმა, ბუდაპეშტის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა დაასახელა. უნგრეთის დედაქალაქში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრზე საქართველოს დროშის ქვეშ 13 სპორტსმენი იჭიდავებს. თავიდანვე გახდა ცნობილი, რომ უნგრეთის დედაქალაქში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრზე მონაწილეობის მიღებას და საქართველოს დროშის ქვეშ ასპარეზობას გიორგი თუთაშვილი (-66 კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვერ შეძლებდნენ. ბუდაპეშტის გრანდ სლემს სამივე მათგანი ჩაეხსნა. უკანასკნელი ცნობების თანახმად, ბუდაპეშტის გრანდ სლემს საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი - ეთერ ლიპარტელიანიც ჩაეხსნა. ლიპარტელიანს 57 კგ წონით კატეგორიაში უნდა ეასპარეზა, მაგრამ, ტურნირის განაცხადში მისი გვარი აღარ გვხვდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალთა ნაკრები ბუდაპეშტში მხოლოდ 2 ძიუდოისტით წარსდგება (78 კგ. მარიამ ჭანტურია და +78 კგ. სოფიო სომხიშვილი).

შემადგენლობა 

ვაჟები -60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე -66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, -73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი -81 კგ: გიორგი შერაზადიშვილი, ზაურ დვალაშვილი -90 კგ: ბექა ღვინიაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი -100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე +100 კგ: გელა ზაალიშვილი ქალები -78 კგ: მარიამ ჭანტურია +78 კგ: სოფიო სომხიშვილი.

სხვა სტატიები