Belive

ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს ენდი ფარელი უხელმძღვანელებს

3 თვის წინ სხვა
1 წთ

2025 წელს ავსტრალიის ტურნეში "ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს" ენდი ფარელი უხელმძღვანელებს. აღნიშნული ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი.

48 წლის სპეციალისტისა და "ლომების" ურთიერთობა 2013 წელს დაიწყო, როცა დაცვის ხაზს წვრთნიდა. ინგლისელს 2017 წელსაც იგივე პოზიცია ეკავა.

დიდი პატივი და პრივილეგიაა, ვიყო "ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების" მთავარი მწვრთნელი. მე ვიცი, რამდენად განსაკუთრებული იყო "ლომების" ტურნე 2013 და 2017 წლებში, ამიტომ მოხარული ვარ, რომ 2025 წელს გუნდის ლიდერობის შანსი მომეცა. ბრიტანეთსა და ირლანდიაში ბევრი ნიჭიერი მორაგბეა. ვფიქრობ, ისეთ გუნდს მოვუყრი თავს, რომელიც ავსტრალიაში წარმატებას მიაღწევს. - განაცხადა ენდი ფარელმა

სხვა სტატიები