Belive

"ბრძოლის შემდეგ ხაბიბმა დამირეკა" - ისლამ მახაჩევი

1 წლის წინ სხვა
2 წთ

ავსტრალიაში გამართული UFC 284-ის ღონისძიება საინტერესო ბრძოლით დაგვირგვინდა, სადაც ერთმანეთს ჩემპიონები ისლამ მახაჩევი და ალექს ვოლკანოვსკი დაუპირისპირდნენ. ეს შეხვედრა ამ უკანასკნელის მარცხით დასრულდა, რამაც MMA-ს სამყაროში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

ჯო როგანმა აღნიშნა, რომ გამარჯვება არა ისლამს, არამედ ალექსს ეკუთვნოდა.

"ისლამ მახაჩევი ამ ბრძოლაში დამარცხდა. ჩემთვის ვოლკანოვსკიმ სამი რაუნდი მოიგო."

ამ აზრს არ იზიარებს თავად მახაჩევი, რომელმაც თქვა, რომ მთელი ბრძოლიდან მხოლოდ ბოლო ერთ წუთში აჯობა მისმა მოწინააღმდეგემ. თავისთავად, არც ავსტრალიელი თმობს საკუთარ პოზიციას და ამბობს, რომ გამარჯვება მას ეკუთვნოდა.

აღსანიშნავია, რომ განმეორებით შეხვედრაზე მზაობა ორივე მებრძოლმა გამოთქვა.

ბუნებრივია, რომ მახაჩევის არადამაჯერებელი შესრულებით უკმაყოფილო დარჩებოდა ხაბიბ ნურმაგომედოვი, რომელიც მის კუთხეში არ იმყოფებოდა.

"ბრძოლის შემდეგ დამირეკა. ძალიან აღშფოთებული იყო, სულ იმას მიმეორებდა რატომ არ გავაკეთე ის, რაც დაგეგმილი გვქონდა. მე ვუთხარი, რომ ყველაფერი უფრო მარტივი იქნებოდა ის ჩემს კუთხეში, რომ ყოფილიყო." - განაცხადა მახაჩევმა.

ხაბიბმა ისლამს გამარჯვება საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებითაც მიულოცა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის საუკეთესოა:

"უბრალოდ საუკეთესო. მან ეს მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლის წინააღმდეგ ბრძოლაში დაამტკიცა." - წერს ნურმაგომედოვი.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Хабиб Нурмагомедов (@khabib_nurmagomedov)

ალექს ვოლკანოვსკის დამარცხებით, ისლამმა მსუბუქი წონის ქამარი შეინარჩუნა და UFC-ის საუკეთესო მებრძოლების სიის ლიდერიც გახდა.

სხვა სტატიები