Belive

ბოტასი და პერესი - კადილაკმა 2026 წლის სეზონისთვის მრბოლელები დაასახელა

3 თვის წინ სხვა
1 წთ

ოფიციალური ინფორმაციით, 2026 წლის F1-ის სეზონში, "კადილაკის" პილოტები ვალტერი ბოტასი და სერხიო პერესი იქნებიან.

35 წლის მრბოლელები მიმდინარე სეზონში სარბოლო ტრასის მიღმა არიან დარჩენილები. Sauber-ში, ბოტასი გაბრიელ ბორტოლეტომ ჩაანაცვლა, პერესმა კი Red Bull-ში ადგილი ლაიამ ლოუსონს დაუთმო (რომელიც შემდეგ იუკი ცუნოდამ შეცვალა).

ბოტასის შეფასებით, "კადილაკს" განსაკუთრებული ამბიციები აქვს და რომ გუნდში პროფესიონალიზმი და გამარჯვებისკენს წრაფვა იგრძნობა. პერესის თქმით კი, მის კარიერაში ახალი განსაკუთრებული თავი იწყება.

შეგახსენებთ, 2026 წლიდან ფორმულა 1-ში 11 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, პილოტების რაოდენობა კი 22-მდე გაიზრდება.