Belive

ბოატენგმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც, მისი აზრით, ლევანდოვსკის იდეალურად ჩაანაცვლებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ბაიერნის'' ყოფილი ფეხბურთელი, ჟერომ ბოატენგი, მიიჩნევს, რომ ,,რეკორდმაისტერიდან'' რობერტ ლევანდოვსკის წასვლის შემთხვევაში, მიუნხენურმა გრანდმა ჰარი კეინი უნდა იყიდოს:
,,ვეცდებოდი, რომ კეინი ბაიერნში გადამეყვანა. მას დიდ თავდამსხმელად მივიჩნევ. ტოტენჰემის მაისურით გოლს ყველა მატჩში იტანს, ეს კარგი გუნდია, მაგრამ არა მსოფლიო დონის... თუ კეინი ბაიერნში გადავა, ის ლევანდოვსკის იდეალური შემცვლელი იქნება,'' - ბოატენგის სიტყვებს Sky Germany ციტირებს.
შაბათს ,,ბაიერნის” დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა, განაცხადა, რომ ლევანდოვსკი ,,რეკორდმაისტერთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. მოგვიანებით ინფორმაცია თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა. რამდენიმე დღის წინ, გერმანულ მედიაში დაიწერა, რომ მიუნხენელები 33 წლის თავდამსხმელის გაყიდვას არ გამორიცხავენ და მის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მილიონი ევროს მიღებას გეგმავენ. გასული სეზონი ლევანდოვსკიმ 50 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით დაასრულა.

სხვა სტატიები