Belive

ბითაძე კარიერას ორლანდო მეჯიქში გააგრძელებს

1 წლის წინ სხვა
1 წთ

"ინდიანა პეისერსიდან" გაშვებული გოგა ბითაძე უგუნდოდ დიდხანს არ დარჩენილა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ცენტრი "ორლანდო მეჯიქის" ღირსებას დაიცავს.

"ორლანდოს" საკალათბურთო ოპერაციების ხელმძღვანელმა - ჯეფ ველტმანმა დაადასტურა, რომ "მეჯიქმა" ბითაძეს კონტრაქტი გაუფორმა, თუმცა ფრენჩაიზის სატრანსფერო პოლიტიკიდან გამომდინარე, ბითაძის კონტრაქტის დეტალები ამ დროისათვის არ საჯაროვდება. ცნობილია, რომ ბითაძე 35-ნომრიან მაისურს მოირგებს.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მიმდინარე სეზონში, ბითაძემ "ინდიანას" მაისური 21 შეხვედრაში მოირგო. 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მატჩი ბითაძემ 22 ოქტომბერს "დეტროიტის" წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც თავი ორმაგი დუბლით (14 ქულა, 15 მოხსნა) გამოიჩინა. ქართველი ცენტრი პარკეტზე საშუალოდ 9.6 წუთს ატარებდა და ამ დროის განმავლობაში 3.3 ქულასა და 2.3 მოხსნას აგროვებდა.


bitadze

2019 წელს, "ინდიანას" მიერ დრაფტზე არჩევის შემდეგ, ბითაძემ NBA-ის 170 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მთლიანობაში გოგა საშუალოდ 11.5 წუთს თამაშობდა, რა დროის განმავლობაშიც 4.8 ქულასა და 2.8 მოხსნას აგროვებდა.

სხვა სტატიები