Belive

ბილოდიდი: ,,მადლობა საქართველოს! აქ ჩამოსვლა ყოველთვის სასიამოვნოა''

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა, დარია ბილოდიდმა, რომელმაც გორში, ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა, საქართველოს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა:

,,მადლობა საქართველოს სტუმართმოყვარეობისთვის! აქ ჩამოსვლა ყოველთვის სასიამოვნოა.

მადლობა თითოეულ გულშემატკივარს ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის! შეუდარებლები ხართ!'' - დაწერა ბილოდიდმა სოციალურ ქსელში.

ბილოდიდის გუნდი, ,,ვალენსია'' ,,ბენფიკასთან'' მეოთხედფინალში დამარცხდა, შემდეგ კი ვერც რეპეშაჟში იმარჯვა. დარიამ თავისი ორივე შეხვედრის მოგება შეძლო.