Belive

ბეთლაივსა და მასტერ ლიგას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

1 წლის წინ სხვა
2 წთ

„ბეთლაივმა“ მასტერ ლიგასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც თბილისსა და რეგიონებში ფეხბურთის განვითარებას, ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატის ყველა საჭირო რესურსით უზრუნველყოფას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, მედია მხარდაჭერასა და ზოგადად, ქართულ სპორტთან თანადგომას ითვალისწინებს. ორ მხარეს შორის შეთანხმება სახელის ცვლილებასაც მოიცავს: დღეიდან, ტურნირს “betlive მასტერ ლიგა ეწოდება.

მასტერ ლიგა ქართული სამოყვარულო ფეხბურთის ყველაზე წარმატებული პროდუქტია, რომელიც სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულ ადამიანებს დაძაბულ, სანახაობრივ და ორგანიზებულ ტურნირს სთავაზობს. მასში მონაწილეობას როგორც მოყვარულები, ასევე პროფესიონალები, მათ შორის საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელებიც იღებენ. „ბეთლაივთან“ თანამშრომლობის შედეგად, პროექტის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ მასტერ ლიგა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება და ჯანსაღი ცხოვრების უფრო მეტ მოყვარულს გააერთიანებს.

მასტერ ლიგასთან შეთანხმებით, „ბეთლაივი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული სპორტის ფინანსური და მედია მხარდაჭერა კომპანიის სტრატეგის უცვლელი ნაწილია. კომპანიის ხედვით, კერძო სექტორის ჩართულობა სპორტის განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია და პროფესიონალურ სპორტთან კოლაბორაციის კვალდაკვალ, „ბეთლაივი“ ამჯერად სამოყვარულო სპორტის განვითარების თანამონაწილე ხდება.

გასულ თვეში, კომპანიამ რაგბის კავშირთან, ასევე ძიუდოსა და ჩოგბურთის ფედერაციებთან ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერა ხელი. პარალელურად, „ბეთლაივის“ ბრენდის ამბასადორები გამორჩეული ქართველი სპორტსმენები, სანდრო მამუკელაშვილი და დავით ნინიაშვილი გახდნენ. კომპანიის განცხადებით, „ბეთლაივი“, როგორც ინოვატორი კომპანია, გულშემატკივარს არაერთ საერთო, საინტერესო პროექტს შესთავაზებს.

სხვა სტატიები