betlive Play Fest - ყველაზე მასშტაბური სახალხო ფესტივალი ზუგდიდში დაიწყო
კომპანია betlive-ის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, 10 აგვისტოდან betlive play fest-მა აიღო სტარტი. კამპანიის ფარგლებში მრავალფეროვანი სპორტული აქტივობები კიდევ 9 ქალაქში იგეგმება.
betlive Play Fest - 10 აგვისტოს ზუგდიდში დაიწყო. მასშტაბურ სახალხო ფესტივალს, სამეგრელოს უმშვენიერეს ქალაქში 10,000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. betlive-ის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა სპორტული აქტივობის შედეგად 10-ზე მეტი გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაც გამორჩეული პრიზები გადაეცათ, ხოლო სხვადასხვა სახის პრიზი, 3,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
betlive Play Fest -ის ფარგლებში, ზუგდიდში პოპულარული შემსრულებლის, ტაჰას ლაივიც გაიმართა. ღონისძიების კულმინაცია კი NIU-ს ახალთახალი სკუტერის გათამაშება გახდა, რომელიც იღბლიან გამარჯვებულს გადაეცა. ზუგდიდში ასევე გაიმართა betlive racing series-ის დრიფტის სერია, სადაც გიორგი გრიგალაშვილმა პირველობა არავის დაუთმო.
სამაგიდო თამაშები, FC25, მაგიდის ჩოგბურთი და მკლავჭიდი - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ გასართობი ღონისძიებებისა, რომლებიც ზუგდიდში გაიმართა და ასევე ელით სხვადასხვა ქალაქის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს.
betlive Play Fest-ის შემდეგი ლოკაციები
ონი - 17 აგვისტო
მესტია - 24 აგვისტო
ბათუმი - 30 აგვისტო
გორი - 7 სექტემბერი
თელავი - 14 სექტემბერი
სამტრედია - 21 სექტემბერი
ქუთაისი - 28 სექტემბერი
ზესტაფონი - 11 ოქტომბერი
თბილისი - 25 ოქტომბერი