ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი მოვიპოვეთ
1 წლის წინ
სხვა
1 წთ
ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა, ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ანრი ფუტკარაძე (77 კგ) და ლუკა კოჩალიძე (87 კგ) თვენახევრის წინ, ამ ასაკობრივ ჯგუფში ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ახლა კი მსოფლიოს პირველობაზეც დაუმარცხებლად გამოვიდნენ და 2025 წლის სეზონი ოქროს დუბლით დაასრულეს. ვახტანგ ლოლუამ (60 კგ) მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ანრი ფუტკარაძემ ფინალში ირანელი მუჰამედ ბუვეინ პიანი 9:1 დაამარცხა და ტურნირზე ჩვენს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ლუკა კოჩალიძემ ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე აბდურახმან აბდულკადიროვი 2:1 დაამარცხა.