ბელალი ილიას: "თუ ისლამის ფეხის დარტყმას გაატარებ, დაიძინებ"
7 თვის წინ
სხვა
1 წთ
ჯო როგანთან პოდკასტში სტუმრობისას ილია თოფურიამ თქვა, რომ არ იჩხუბებდა, უბრალოდ იჯდებოდა და ისლამს მასთან ბრძოლა მოუწევდა. ქვესაშუალო წონის ჩემპიონს ბელალ მუჰამადს "ლეგენდის" ასეთი ამპარტავნება არ მოსწონს.
ვფიქრობ, ილია უბრალოდ საკუთარი პერსონაჟის გამოძერწვას ცდილობს. ის ჩემპიონია, ზედიზედ ალექს ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლოუეი დაამარცხა. მიუხედავად ამისა, დივიზიონი არ გაუსუფთავებია. ვოლკანოვსკიმ 70 კილოგრამის ქამრისთვის ბრძოლა დაიმსახურა. თოფურიამ მხოლოდ იმიტომ შეიცვალა დივიზიონი, რომ წონის კლება არ მოსწონდა. ხალხს უნდა აჩვენო, რომ მსუბუქ წონას ეკუთვნი, რადგან ქვემსუბუქ წონაში ბრძოლისას ჯაი ჰერბერტმა დაგაგდო. ბოლოს როდესაც მოჭიდავე ბრაის მიტელს შეხვდა მიწაზე გადაიყვანეს და ისლამიც ზუსტად იმავეს გააკეთებს. თუ ისლამის ფეხის დარტყმას გაატარებ, დაიძინებ. - ამბობს ბელალ მუჰამადი
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ბრძოლისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო. ვრცელდება ჭორები, რომ ის ისლამ მახაჩევს შეხვდება. აქვს იმასაც გეტყვით, რომ საბრძოლი ბანაკში მახაჩევიც ჩართულია. არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, თოფურია-მახაჩევის დაპირისპირების თარიღი ივნისია.