Belive

ბაქოს გრანდ სლემი: საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია | შემადგენლობა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
5-7 ნოემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრი - ბაქოს გრანდ სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 11 სპორტსმენი იასპარეზებს, 9 მამაკაცი და 2 ქალი. აღსანიშნავია ის ამბავი, რომ ოლიმპიური ჩემპიონის რანგში, ოქროსფერი არშიით პირველად იასპარეზებს - ლაშა ბექაური, ასევე წითელი არშიით (მსოფლიო ჩემპიონი) ტატამზე გამოვა - ლაშა შავდათუაშვილი. ასევე, უფროსებში დებიუტი ექნება, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსან - გიორგი შერაზადიშვილს.

შემადგენლობა

-60 კგ: ჯაბა პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი -66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი -73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი -81 კგ: თორნიკე ფოლადაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი -90 კგ: ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი +100 კგ: გურამ თუშიშვილი -52 კგ: მარიამ ჯანაშვილი, მზია ბებოშვილი

სხვა სტატიები