Belive

ბალოტელის ახალი შანსი - მანჩინი მარიოს ნაკრებში აბრუნებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ადანა დემირსპორის'' თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი იტალიის ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. ჟურნალისტის ცნობით, ,,სკუადრა აძურას'' მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი, მზადაა, ფეხბურთელს კიდევ ერთი შანსი მისცეს, რაც მალე ოფიციალურად დადასტურდება. მიმდინარე სეზონში ბალოტელის ანგარიშზე თურქული გუნდის მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. მარიომ ეროვნულ გუნდში ბოლოს 2018 წლის სექტემბერში ითამაშა. იტალია მომავალ მატჩს 24 მარტს, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეიოფის ფინალში ითამაშებს.


სხვა სტატიები