ბაკურიანში betlive SKI CHAMPIONSHIP გაიმართება
betlive.com კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული სპორტის მხარდაჭერა კომპანიის სტრატეგიის უცვლელი ნაწილია. კომპანიის ხედვით, კერძო სექტორის ჩართულობა სპორტის განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია და პროფესიონალურ სპორტთან კოლაბორაციის კვალდაკვალ, ბეთლაივი სამოყვარულო სპორტის განვითარების თანამონაწილეცაა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 18 თებერვალს, ბაკურიანში (დიდ მიტარბიზე), მამაკაცებსა და ქალებს შორის გიგანტური სლალომის სამოყვარულო ჩემპიონატი “betlive SKI CHAMPIONSHIP“ გაიმართება. რეგისტრაცია 10:00 საათზე, ხოლო ჩემპიონატი 12:00 საათზე დაიწყება.
გიგანტური სლალომი სამთო-სათხილამურო სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დისციპლინაა. სლალომის მსაგვად, სპორტსმენებს შეჯიბრება უწევთ თხილამურებით მთიდან სწრაფდაშვებაში მიხვეულ-მოხვეული მარშრუტით, რომელიც საკონტროლო ალმებითაა აღნიშნული. განსხვავება სლალომსა და გიგანტურ სლალომს შორის მხოლოდ ის არის, რომ გიგანტურ სლალომში შეჯიბრებისთვის განკუთვნილი ტრასა ბევრად უფრო გრძელია და ალმებიც უფრო დიდი მანძილითაა ერთმანეთს დაშორებული.
საქართველოში გიგანტური სლალომი ჯერ კიდევ შედარებით ახალი დისციპლინაა, რომელიც თანდათან იმკვიდრებს თავს. წელს, გიგანტური სლალომის მოყვარულებს, betlive.com ბრწყინვალე შესაძლებლობას აძლევს - მიიღონ მონაწილეობა “betlive SKI CHAMPIONSHIP“ - სამოყვარულო სათხილამურო ჩემპიონატზე, რომელიც ბაკურიანში გაიმართება.