"ასეთი დაპირისპირება ხაბიბის და კონორის შემდეგ არ ყოფილა" - პადი პიმბლეტი
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ, ილია თოფურიამ მსუბუქი წონის ქამარიც ჩაიბარა. კიდევ ერთი ლეგენდის გათიშვის შემდეგ, ილიას მომავალ მეტოქეთა სიაში ბევრი მებრძოლია. ერთ-ერთი პადი პიმბლეტია, რომელთან ჩხუბი თავად ილიასაც სურს. ჩხუბის დასრულების შემდეგ, ინგლისელი ოქტაგონზე ავიდა და ჩემპიონთან არც ისე კარგი საუბარი ჰქონდა. Baddy-მ ილიასა და მისი დაპირიპირების შესახებ მოგვიანებითაც ისაუბრა.
ჩვენ დაპირისპირების ისტორია გვაქვს. ამ ბრძოლას გაყიდვაც კი არ სჭირდება, საკუთარ თავს თვითონ გაყიდის. ორი ადამიანი, რომელთან ერთმანეთი რეალურად არ მოსწონთ. ასეთი რამ ხაბიბის და კონორის შემდეგ არ გვინახავს. მისი დაფინიშებაც კი არ მინდა. მას შემდეგ გავთიშავს, რაც იდაყვით 700-ჯერ დავარტყამ. მისი დამახინჯება მინდა. - განაცხადა პადი პიმბლეტმა
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია უკვე მსუბუქი წონის ჩემპიონიცაა. ტიტულისთვის ბრძოლაში მან ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა. "მატადორმა" ბრაზილიელი პირველივე რაუნდში გათიშა და პირველი ქართველი გახდა, რომელიც UFC-ს ორი წონის ჩემპიონია.