Belive

არსენალმა მწვრთნელი 30-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ დაითხოვა

2 წლის წინ სხვა
3 წთ
ლონდონის "არსენალმა" 23-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი სტივ ბოლდი 30-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვა. ბოლდი 23 წლამდე ასაკის გუნდს 2019 წლის ივნისიდან, ანუ მას შემდეგ ხელმძღვანელობდა, რაც მთავარი გუნდის დროებით თავკაცს, ფრედი ლიუნგბერგს ეხმარებოდა.

ვინ არის ბოლდი?

ბოლდი "არსენალის" ყოფილი მცველია, რომელიც ლეგენდარული ოთხეულის შემადგენლობაში, ლი დიქსონთან, ტონი ადამსთან და ნაიჯელ ვინტერბერნთან ერთად არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით თამაშობდა. ფეხბურთელის რანგში კლუბში გატარებული 11 წლის განმავლობაში, ცენტრალურმა მცველმა სამჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, ორჯერ კი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი და საერთო ჯამში "მეთოფეთა" მაისურით 287 მატჩი ჩაატარა. 2001 წლის ივნისში იგი "არსენალში" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელად დაბრუნდა და 18-წლამდე გუნდს აკადემიის პრემიერ ლიგის ტიტულების მოგებაში დაეხმარა, 2009 და 2010 წლებში, ასევე მოიგო ინგლისის ახალგაზრდული თასი 2008/09 წლების სეზონში. 2012 წლის მაისში იგი აკადემიის ხელმძღვანელის თანაშემწედ დააწინაურეს, სადაც მან პატ რაისი შეცვალა. იგი ამ როლს შვიდი წლის განმავლობაში ასრულებდა, იქამდე, ვიდრე 23-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ფრედი ლიუნგბერგს არ ჩაანაცვლებდა.

რატომ გაათავისუფლეს იგი?

"არსენალის" აკადემია ამ სეზონში აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში, რადგან აქედან მთავარ გუნდში ბევრი ფეხბურთელის ინტეგრირება მოხდა, მათ შორის ბუკაიო საკა და ემილი სმიტ-როუ. აკადემიას პერ მერტესაკერი ხელმძღვანელობს, თუმცა ეს მაინც არ არის ისე სეზონი, როცა "არსენალის" ხელმძღვანელობას ახალგაზრდული სექტორით სიამაყის შესაძლებლობა ექნება. 23-წლამდელთა გუნდმა ამ სეზონში პრემიერ ლიგა 2-ში მეათე ადგილი დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში შედეგებზე მეტად მოთამაშეთა ინდივიდუალური განვითარება წარმოადგენს, მმართველები აკადემიის მუშაობით მაინც უკმაყოფილონი არიან. არსებობს მოსაზრება, რომ ბოლდი მოძველებული სამწვრთნელო მეთოდების გამო დაითხოვეს, რაც ბოლო პერიოდში სასკაუტე სისტემის ცვლილებიდანაა გამოწვეული. ბოლდი 11 წლის განმავლობაში ახალგაზრდულ აკადემიას ერთგულად ემსახურებოდა, შემდეგ კი არსენ ვენგერის სამწვრთნელო შტაბშიც მოხვდა, თუმცა ფრანგი სპეციალისტის წასვლის შემდეგ, ბოლდი 58 წლის სპეციალისტის დახმარებაზე უნაი ემერიმ უარი თქვა და ის ახალგაზრდებთან სამუშაოდ დააბრუნეს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ შეცვლის სტივ ბოლდს დაკავებულ თანამდებობაზე, თუმცა ცნობილია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება პერ მერტესაკერის მისაღებია.

სხვა სტატიები