Belive

არმან ცარუკიანი ილიას: "ილოცე, რომ ჩემთან შეხვედრა არ მოგიწიოს"

5 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის საშუალო წონის მებრძოლი, არმან ცარუკიანი, ილია თოფურიას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ყველა რესურსი აქვს მის დასამარცხებლად. ეს პასუხია ილია თოფურიას კომენტარზე, რომელშიც ქართველმა ცარუკიანს 'ბრძოლის დამზღვევად' ყოფნის გადაწყვეტილება დაუწუნა.

არ ვიცი რატომ დათანხმდა სარეზერვო მებრძოლად ყოფნას, ეს მისთვის ცუდი გადაწყვეტილებაა. წარმოვიდგინოთ, რომ მე რამე დამემართა, მას ჩარლზსთანაც კი ძალიან გაუჭირდება, ჩემთან საერთოდ არ აქვს შანსი - რას აპირებს? თეიქდაუნებს? რა პრობლემაა. - ილია თოფურიას კომენტარი ცარუკიანზე

UFC 317-ის წინ, ბრძოლის დამზღვევი ცარუკიანი ილიას პასუხობს. თუ თოფურია შაბათს ჩარლზ ოლივეირას დაამარცხებს, ცარუკიანი მოუთმენლად ელის მასთან შეხვედრას, რადგან მიაჩნია, რომ მას აქვს ყველა ბერკეტი, რათა თოფურიას კარიერაში პირველი წაგება აგემოს.

ჯობია ილოცო, რომ ჩარლზს არაფერი დაემართოს, რადგან მე ვარ შენთვის ყველაზე ცუდი შესაძლო მეტოქე ამ დივიზიონში. არსებობს რაღაც მიზეზი, რის გამოც ამ ქამრისთვის იმ ბიჭთან იბრძვი, რომელიც უკვე დავამარცხე. - პასუხობს ცარუკიანი თოფურიას X-ზე

სხვა სტატიები