არმან დუპლანტისმა მე-15 მსოფლიო რეკორდი დაამყარა
შვედეთის ქალაქ უფსალაში გამართულ ტურნირზე (Mondo Classic) ჭოკით მხტომელმა არმან დუპლანტისმა 6.31 მეტრი პირველივე ცდაზე დაძლია და საკუთარი რეკორდი კიდევ 1 სანტიმეტრით გააუმჯობესა. შედეგად, შვედმა კარიერაში მე-15 მსოფლიო რეკორდის დამყარება შეძლო.
ეს დუპლანტისისთვის სამშობლოში მე-2 რეკორდი იყო. აღსანიშნავია, რომ 26 წლის სპორტსმენმა გუშინ ზედიზედ 38-ე გამარჯვება მოიპოვა.
დუპლანტისმა პირველი მსოფლიო რეკორდი (6.17) 2020 წლის თებერვალში, პოლონეთის ქალაქ ტორუნში დაამყარა. მას შემდეგ შვედი საკუთარ რეკორდებს ზუსტად 1სმ-ით აუმჯობესებს.
Watch how Mondo Duplantis cleared 6.31m for his 15th world pole vault record in Sweden 🚨
— AW (@AthleticsWeekly) March 12, 2026
Duplantis cleared the mark at his own meeting and was mobbed by his other competitors afterwards 🇸🇪
Watch the full highlights on Eurovision Sport below 👇https://t.co/1EgMIQfrfp pic.twitter.com/KEnpO6fqJP