Belive

"არანაირი იუვენტუსი, ზიდანს საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნა სურს..." - ტიერი ანრი

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა - ტიერი ანრიმ, მისი ყოფილი თანაგუნდელისა და მეგობრის, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელისა და მწვრთნელის - ზინედინ ზიდანის შესახებ ისაუბრა.

2022/2023 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, "იუვენტუსი" ჯგუფში ჩარჩა, რის შემდეგაც ხშირი საუბარი დაიწყო იმის შესახებ, რომ მასიმილიანო ალეგრის კლუბიდან გაგდების ფაქტი სულ უფრო რეალური ხდება. "ბებერი ქალბატონი" ასევე ცუდად ასპარეზობს სერია A-ში, სადაც ის მერვე ადგილზე იმყოფება.

ასევე გავრცელდა ცნობები, რომ "იუვენტუსს" ზინედინ ზიდანი ჩაიბარებდა, თუმცა ეს ყველაფერი ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა - ტიერი ანრიმ უარყო და ზიდანის მომავალზე დეტალურად ისაუბრა.

"ზიზუმ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მან დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ნებისმიერ კლუბში უმაღლეს დონეზე მუშაობა და წარმატების მოტანა. როგორც მე ვიცი იგი არც კი განიხილავს "იუვენტუსის" მწვრთნელობის ვარიანტს, რადგან, მადრიდის "რეალიდან" წამოსვლის შემდეგ მას არაერთხელ უთქვამს, რომ სამწვრთნელო კარიერას არ განაახლებს იქამდე, სანამ საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი არ გახდება..." - ტიერი ანრი.

სხვა სტატიები