"არ ვიცი ილიას და არმანის ჩხუბი რატომ არ ინიშნება" - დენ ჰუკერი
3 საათის წინ
სხვა
1 წთ
დენ ჰუკერი თვლის, რომ არმან ცარუკიანი ჩემპიონობის სრულიად დამსახურებული კანდიდატია. მისი აზრით, სომეხი მებრძოლი თოფურიასთან უნდა ჩხუბობდეს, მაგრამ რატომღაც ეს შანსი გეიჯიმ მიიგო. ჰუკერმა ისიც თქვა, რომ გეიჯის ილიასთან არაინირი შანსი არ აქვს.
ხელი აწიეთ ვინც ფიქრობთ, რომ გეიჯი მოიგებს. ამ ოთახში არ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ხელს აწევს. არ ვიცი ილიას და არმანის ჩხუბი რატომ არ ინიშნება.
სპორტი საუკეთესო დროის შერჩევაზე და მომენტუმზე არის დამყარებული. ვიღაცამ ერთხელ ინტერვიუში მკითხრა თუ როგორ დავამარცხებდი ილია თოფურიას. მე კი ვუთხარი, რომ უბრალოდ დრო დაამარცხებდა. ყოველთვის საუკეთესო ვერავინ იქნება. საქმე საუკეთესო დროის შერჩევას ეხება. ახლა ილია და არმანი საუკეთესო ფორმაში არიან. სწორედ ესაა ის ჩხუბი, რომლის ნახვაც გვინდა. - დენ ჰუკერი
Dan Hooker advocating for Arman Tsarukyan to fight Ilia Topuria instead of Justin Gaethje
— FULL SEND MMA (@full_send_mma) January 29, 2026
“Put your hand up if you think Gaethje wins … AIN’T A F*****G PERSON IN THIS ROOM THAT PUT THEIR GOD DAMN HAND UP. I don’t know why we aren’t seeing Ilia vs Arman” pic.twitter.com/BSFwVmxUIx
შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯიმ პადი პიმბლეტი დაამარცხა და მსუბუქი წონის დროებითი ქამრის ჩემპიონი გახდა. ახლა ილიასა და გეიჯის ჩხუბის ჩანიშვნა მხოლოდ დროის საკითხია.