Belive

,,არ მიკვირს, რომ მხოლოდ 60 წუთი ირბინე, შენ ხომ იტალიაში თამაშობ'' - მიულერი გოსენსს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ტომას მიულერი, პორტუგალიასთან მოგებული მატჩის შემდეგ, თანაგუნდელს - რობინ გოსენსს გაეხუმრა, რომელიც მწვრთნელმა 63-ე წუთზე შეცვალა:
,,გასაკვირი არ არის, რომ მხოლოდ 60 წუთი ირბინე, შენ ხომ იტალიაში თამაშობ,'' - მიულერის სიტყვებს The Athletic-ი ციტირებს.
გოსენსი მიულერის ნათქვას პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა - ,,დიახ, მიულერმა მართლაც ასე მითხრა. მე კი ვუპასუხე, რომ სჯობს კარგი 60 წუთი გქონდეს, ვიდრე - ცუდი 90. მან გაიცინა და ვფიქრობ, ამით ამაზე საუბარი დავასრულეთ.'' რობენ გოსენსმა მონაწილეობა პორტუგალიის კარში გატანილ ოთხივე გოლში მიიღო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

სხვა სტატიები