Belive

"არ მესმის ჩემი და ილიას ჩხუბი უკვე ჩანიშნული რატომ არაა" - პადი პიმბლეტი

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

პადი პიმბლეტი თვლის, რომ ჯასტინ გეიჯის იმედები სატიტულო ბრძოლის მიღებაზე ფუჭია. მიუხედავად იმისა, რომ გეიჯი ლეგენდაა, მას ქამარზე გასასვლელად არაფერი გაუკეთებია - ასე ფიქრობს პიმბლეტი. ინგლისელის აზრით, ილია თოფურიას შემდეგი მეტოქე თავად უნდა იყოს.

ჯასტინ გეიჯიზე ცუდს არავინ ამბობს, ის ლეგენდაა. მაგრამ, ინტერვიუებში ისე საუბრობს, თითქოს UFC-ს მისი რაიმე მართებს. UFC-ს არავის ვალი არ აქვს. ჩემი ბოლო გამარჯვება შენზე უკეთეს სტილში მოვარხერხე. ეს რეიტინგში იმაზე მაღლა მყოფ მებრძოლთან შევძელი, ვიდრე შენ საკუთარ ბოლო ბრძოლაში. ვიცი ის ლეგენდაა, მაგრამ სატიტულო შანსს ვერ მიიღებს.

მე და ილიას ისტორია გვაქვს. მიუხედავად იმისა მომწონს თუ არა, ჩემთვის კარგია, რომ ქამარი მოიგო. ილიას ქამრის ფლობით ისტორია უკვე შედგენილია. არ მესმის ჩვენი ჩხუბი უკვე ჩანიშნული რატომ არაა. - განაცხადა პადი პიმბლეტმა

პადიმ ბოლო ბრძოლაში მაიკლ ჩენდლერი დაამარცხა. მან ეს ჩხუბი აპრილში UFC 314-ზე გამართა და გამარჯვება მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიპოვა.

ილია თოფურიამ კი, ბოლო ჩხუბი ჩარლზ ოლვეირას წინააღმდეგ ივნისში გამართა. მან მსუბუქი წონის ჩემპიონობა პირველი რაუნდის ნოკაუტის შემდეგ იზეიმა.

სხვა სტატიები