ქართველმა ძალოსანმა, ანტონ პლესნოიმ ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მედლები მოიპოვა.
პლესნოიმ აკვრაში სამივე ცდა გამოიყენა და მეოთხე პოზიცია დაიკავა. ორჭიდის ჯამში კი 394 კგ-ით ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
შეგახსენებთ, რომ დღესვე ანტონ პლესნოიმ ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა.