Belive

ანჩელოტი ბარსელონას ფილოსოფიაზე: ,,ვფიქრობ, რომ ერთ სტილში თამაში საუკეთესო ვარიანტი არ არის''

1 წლის წინ სხვა
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ,,ბარსელონასთან'' მატჩის წინ, კატალონიური გუნდის სათამაშო სტილზე ისაუბრა:

,,ბარსელონას ისტორია ყველაფერზე თავად მეტყველებს. ისინი მიჰყვებოდნენ და მიჰყვებიან გარკვეულ სტილს, რომელიც მოსწონთ. ეს არის საფეხბურთო იდეა, რომელმაც მათ წარმატება მოუტანა. თუმცა, სხვა კლუბები მათგან განსხვავებულია. ვფიქრობ, რომ ერთ სტილში თამაში საუკეთესო ვარიანტი არ არის, რადგან ზოგჯერ ფეხბურთელები იცვლებიან და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშემ თავი კომფორტულად იგრძნოს,'' - ანჩელოტის სიტყვებს Marca ციტირებს.

ლა ლიგის მე-9 ტურში მადრიდის ,,რეალი'' კატალონიის ,,ბარსელონას'' უმასპინძლებს. მატჩი ხვალ, 18:15 საათზეა, ჩანიშნული.

8 ტურის შემდეგ, ,,ბარსელონა'' 22 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, 22 ქულა აქვს მეორეადგილოსან ,,რეალსაც''.

სხვა სტატიები