Belive

ამირან გოგოლაძის მომავალი სავარაუდო მეტოქე ცნობილია

2 თვის წინ სხვა
1 წთ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამირან გოგოლაძე მომავალ ბრძოლას სულ მალე გამართავს. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, თუმცა, "სნაიპერს" ოქტაგონზე დაახლოებით 2-3 თვეში ვიხილავთ. ამირანის სავარაუდო მეტოქე ანდრეას მიხაილიდისია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბერძენი UFC-შიც ასპარეზობდა. ანდრეასმა 4 ბრძოლა ჩაატარა და აქედან მხოლოდ ერთი მოიგო. სხვათა შორის, მიხაილიდისმა ალექს პერეირასთანაც გაიზიარა ოქტაგონი და 18 წამში დამარცხდა.

ამირანი OKTAGON MMA-ის ქვესაშუალო წონის რეიტინგში მე-7 პოზიციას იკავებს. მისი მოწინააღმდეგე კი, მეორე ნომერია. გოგოლაძეს ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ ორგანიზაციაში ორი ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან ორივე მოიგო.

"ქართველ სნაიპერად" წოდებული მებრძოლი, რომელიც 2023 წლიდან კომპანია betlive.com-ის ამბასადორია M-1 Global-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ნოკაუტის ავტორია (10 წმ), გოგოლაძეს კარიერაში 16 გამარჯვება (8 ნოკაუტით) და 3 მარცხი აქვს.

სხვა სტატიები