Belive

ამირან გოგოლაძემ საჩემპიონო ბრძოლა მიიღო!

16 საათის წინ სხვა
1 წთ

ამირან გოგოლაძე 12 სექტემბერს OKTAGON MMA-ის ქვესაშუალო წონის ქამრისათვის იბრძოლებს. ქართველი სნაიპერი OKTAGON93 -ზე მოქმედ ჩემპიონს, ბრაზილიელ კაიკ ბრიტოს დაუპირისპირდება და ბრძოლა ჩეხეთის ქალაქ ბრნოში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გოგოლაძე ოქტაგონზე რამდენიმე კვირის წინ, 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.
მან OKTAGON 86-ის ერთ-ერთი გამორჩეული ბრძოლა შემოგვთავაზა და მოლდოველი იონ (დრაკულა) სურდუ პირველივე რაუნდში, უძლიერესი მარჯვენათი 'დააძინა'.

ამირანი ამ ბრძოლამდე (17:3) რეკორდით მოვიდა და ეს მისი მე-18 გამარჯვება იყო კარიერაში. ნაადრევად კი მოგება მეცხრედ იზეიმა.

View this post on Instagram

A post shared by OKTAGON (@oktagonmma)