Belive

ამირან გოგოლაძემ ლაიამ ეტებარი დაამარცხა

11 თვის წინ სხვა
1 წთ

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, OKTAGON MMA-ს ივენთზე, ქართველმა მებრძოლმა, ამირან გოგოლაძემ ინგლისელი მეტოქე, ლაიამ ეტებარი დაამარცხა.

ბრძოლა გოგოლაძის სრული დომინაციით წარიმართა და მსაჯებმა სამივე რაუნდში გამარჯვება სწორედ მას მიანიჭეს.

ამირანმა დღევანდელ მოგებით კარიერაში მე-15 გამარჯვება გაიფორმა (3 მარცხი), ლაიამ ეტებარმა კი მესამე მარცხი იწვნია (8 მოგება).

ქართველი მებრძოლი თავდაპირველად მოლდოველ იონ სურდუს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა, ეს უკანასკნელი ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა და ორგანიზატორებმა ლაიამ ეტებარით ჩაანაცვლეს.

სხვა სტატიები