Belive

"ამ ჩხუბში სრულიად განსხვავებულ მანქანას ნახავთ" - ჯონ ვუდი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა "მანქანას" ფორმაზე ისაუბრა. როგორც ჯონ ვუდი ამბობს, დვალიშვილი სენდჰეგენთან ჩხუბისთვის სრულიად განსხვავებული იქნება. მისი თქმით, მერაბი ამ ბრძოლაში მეტად ბრუტალური და დამაზიანებელი იქნება.

სიტყვებით ვერ აღვწერ რამდენად კარგია მერაბი და რამდენად უმჯობესდება ამ ბანაკში. უბრალოდ ყბა ჩამოგივარდებათ. დარბაზში ყველა ამის შესახებ საუბრობს. მერაბმა საკუთარი თავის ირწმუნა. ახლა ის მხოლოდ თეიქდაუნებს არ ეძებს. ახლა მას უნდა, რომ მეტოქეებს ატკინოს. მერაბს უნდა გასართობი და დამანგრეველი ბრძოლები აჩვენოს. ამ ჩხუბში სრულიად განსხვავებულ "მანქანას" ნახავთ, მეტად ბრუტალურს. - ამბობს ჯონ ვუდი
View this post on Instagram

A post shared by HOME OF FIGHT (@homeoffight)

შეგახსენებთ, რომ მერაბისა და კორის ჩხუბი 5 ოქტომბერს გამთენიისას დაიწყება. იმ შემთხვევაში თუ დვალიშვილი გაიმარჯვებს, ეს ქართველისთვის მესამე წარმატებული ტიტულის დაცვა იქნება.

სხვა სტატიები