Belive

ალექსანდრე თოფურია: "ბრძოლა ისე წავა, როგორც მე მოვისურვებ"

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

ალექსანდრე თოფურია კატარში ბრძოლისთვის ემზადება. მებრძოლი უკვე ადგილზეა და ჩხუბამდე ბოლო დეტალებს ასრულებს. დაპირისპირებამდე ალექსანდრემ თავის ჩხუბზე ისაუბრა.

ჩემი მოწინააღმდეგე ნამდვილად ის მებრძოლია, რომლის უნარებიც ყველა ასპექტში გასათვალისწინებელია. მე მხოლოდ სტრაიკინგზე არ ვარ ორიენტირებული, რადგან ზოგჯერ მებრძოლები იმდენად არიან იმაზე კონცენრტირებული რაშიც ყველაზე კარგები არიან, რომ სხვა ასპექტები ავიწყდებათ. მე ასე არ ვარ. აბსოლუტურად ყველაფერს ვაქცევ ყურადღებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე ჩხუბს ისე წაიყვანს, როგორც თავად სურს. ბრძოლა ისე წავა, როგორც მე მოვისურვებ. ვთვლი, რომ მის წინააღმდეგ არანაირი ნაკლი არ მაქვს.

ეს UFC-მ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ ჩვენი დაპირისპირება ძალიან საინტერესო იქნება (გადაწყდება თუ რომელი განაგრძობს TOP 15-ში ასპარეზობას). ამაზე საერთოდ არ ვიდარდებ თუ რეიტინგიან მებრძოლს არ მომცემენ. ის ადამიანი არასდროს ვყოფილვარ, რომელიც იმაზე ფიქრობს თუ რა იქნება მომავალში. მე დღევანდელ დღეზე ვარ კონცენტრირებული.

ცხადია, რომ მერაბ დვალიშვილს არ დავუპირისპირდები. ეს აქამდე თავადაც უთქვამს. ქამრამდე მისასვლელად ჯერ კიდევ გრძელი გზა მაქვს გასავლელი. ზუსტად ამიტომ არ მინდა ქამრის თემაზე ვისაუბრო. ყველა ვინც მიცნობს, იცის ჩემი თავდაჯერება და ის მიზნები, რომლისკენაც მივისწრაფი. როგორც მერაბმა თქვა, თუ ის ჩემპიონი იქნება და მე მასთან ახლოს ვიქნები, რაღაცას მოვიფიქრებთ. დივიზიონს არ გავჭედავთ. იმედი მაქვს, როცა ამ მომენტამდე მივალ, მერაბი კვლავ ჩემპიონი იქნება და გამოსავალზე ფიქრი მოგვიწევს. - განაცხადა ალექსანდრემ

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურია ბრძოლას 22 ნოემბერს გამართავს. მისი მოწინააღმდეგ ბეკჟატ ალმახანი იქნება. ყაზახ მებრძოლს UFC-ში 2 ჩხუბი აქვს და აქედან ერთი მოიგო. ალექსანდრე კი ერთხელ ვნახეთ ოქტაგონზე და გაიმარჯვა კიდეც.

სხვა სტატიები